არსებობს გამოწვევები, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის აპარატი რეალურად უპასუხებს– ლექვინაძე


     „შევეცდები, საკითხები, რომლებიც მუშავდება ბიზნესში, ბიზნეს ასოციაციებში, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების რგოლებამდე” – აღნიშნული განცხადება ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის რანგში გააკეთა.


     ,,იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნესასოციაციასთან, მსხვილი ბიზნესიდან დაწყებული, მცირე და რეგიონული თუ სექტორული ბიზნეს ასოციაციების ჩათვლით, რათა ყველა საკითხი, რაც ამ გაერთიანებებში მუშავდება, მაქსიმალურად იქნას განხილული და მხარდაჭერილი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


     ლექვინაძის თქმით, ქვეყანაში ბიზნესგარემო არის პოზიტიური, თუმცა, არსებობს გამოწვევები, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის აპარატი რეალურად გაუმკლავდება.


     „ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია ყველა შესაბამის უწყებასთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, რომლებთანაც საჭიროა რიგი ტექნიკური თუ ინდივიდუალური საკითხების გავლა, რომ ეს კომუნიკაცია ბევრად ეფექტური იყოს. ქვეყანაში ბიზნესგარემო არის საკმაოდ პოზიტიური. ამას ადასტურებს ის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ, თუმცა პროცესში შეიძლება იყოს რიგი „ქეისები", რა ნაწილშიც ბიზნესის მხარდაჭერა იქნება აქტუალური და ბიზნესომბუდსმენის აპარატი მზად იქნება, ამ გამოწვევებს რეალურად უპასუხოს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно