თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს“ სილქნეტი უერთდება


     თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს" კიდევ ერთი კომპანია უერთდება. ამჯერად, „სილქნეტი" სპეციალურად სტარტაპერებისთვის ახალ პროდუქტს - „სილქნეტი სტარტაპერისთვის" ქმნის და დამწყებ ბიზნესებს მათზე მორგებულ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად.

    ”სტარტაპერისა" და „სილქნეტის" ერთობლივი შეთავაზებით, სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ 2 ბიზნესპაკეტიდან ერთ-ერთი და „სილქნეტის" მომსახურებაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

     კერძოდ: 34 ლარიანი პაკეტი (99 ლარის ნაცვლად) მოიცავს 8 მბ/წმ-ს. 69 ლარიანი პაკეტი (229 ლარის ნაცვლად) მოიცავს 18 მბ/წმ-ს.

     „სილქნეტი სტარტაპერისთვის" შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა. პაკეტები ძალაშია შეთავაზების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.
     
     სილქნეტის" და „სტარტაპერის" ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობისთვის სტარტაპერებმა განაცხადი უნდა შეავსონ პროგრამის ვებგვერდზე: startuperi.ge. ამავე ვებგვერდზე, ასევე სილქნეტის ცხელი ხაზის საშუალებით (2 100 200) შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მიღება პაკეტების პირობებისა და ღირებულების შესახებ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно