ჩინეთი ანტარქტიდაზე მუდმივმოქმედი აეროპორტის აშენებას გეგმავს


     ჩინეთი ანტარქტიდაზე მუდმივმოქმედი აეროპორტის აშენებას გეგმავს. ჩინური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ პოლუსზე განთავსებულ აეროპორტს ტურისტული ჯგუფებისა და მკვლევართა ექსპედიციების მიღება შეეძლება.

     ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და საჰაერო ტერმინალისთვის ადგილი უკვე შერჩეულია, მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდება. ჩინეთი ანტარქტიდაზე კვლევებს 1984 წლიდან ატარებს და სამხრეთ პოლუსზე ოთხი სადგური აქვს მოწყობილი. სამომავლოდ, ჩინეთი მეხუთე სამეცნიერო-კვლევითი ბაზის მოწყობასაც გეგმავს

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/chineti-antarqtidaze-mudmivmoqmedi-aeroportis-ashenebas-gegmavs/