სამხრეთის გაზის დერეფნის“ ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება– ქუმსიშვილი


     სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორპორაცია „BP"-ის რეგიონალურ პრეზიდენტს გარი ჯონსს შეხვდა. 

     შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის ბაზრისთვის კასპიის ნახშირწყალბადების მიწოდების სამხრეთის კორიდორის განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოზე გადის, აგრეთვე სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე, რომლითაც აზერბაიჯანიდან თურქეთში შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება. 

     შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა „BP"-ის საქმიანობა საქართველოში. ყურადღება გამახვილდა იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომელთაც „BP"-ი ახორციელებს საქართველოში. აღინიშნა, რომ აღნიშნული პროექტების რეალიზება არა მხოლოდ ზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის. 

     როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „სამხრეთის გაზის დერეფნის" ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно