როგორ უნდა გახდეს საქართველო ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალური ჰაბი? – შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში


      პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიების „Nord Pool AS"-ისა და „Bluberries GmbH"-ის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. 

       შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების ძირითად მიმართულებებზე.

       შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე ამ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში ისინი მიაწვდიან კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოში შეიქმნას ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარი და ქვეყანა გახდეს ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალური ჰაბი. „Nord Pool AS" ელექტროენერგიის უმსხვილესი ბაზარია ევროპაში. კომპანია ოპერირებს ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში და ევროპის 15 ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის ნომინირებული ოპერატორია (NEMO).ს რეგიონალური ჰაბი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно