კომპანია „ბადაგონი“ წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს– გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო


      კომპანია „ბადაგონი" წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს– ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ.

     ,,დღეს ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თავისუფლება აქვს. ბიზნესის ინტერესი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; ასევე, თითოეული საწარმო უნდა მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს კერძო სუბიექტებს შორის. 

     გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცახდებენ, რომ კომპანია „ბადაგონის" შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფინანსურ დავასთან ორ კერძო სუბიექტს შორის, რაც სამეწარმეო საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. სამინისტროში იმედს გამოთქვამენ, რომ კომპანიის ყველა იმპორტიორი პარტნიორი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს კომერციულ ურთიერთობებს „ბადაგონთან" და ყველა დაწყებული პროექტი მიზნობრივ ბაზრებზე წარმატებით განხორციელდება."
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно