მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება


     მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდმა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების პროექტის პრეზენტაციას უმასპინძლეს.

     პროექტი ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების ახალი, გამარტივებული სტანდარტის შემუშავებას, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველების სამსახურმა უნდა დაადგინოს 2018 წლის 1 ივლისამდე.

     ამ სტანდარტის დანერგვა მოუტანს მეოთხე კატეგორიის საწარმოებს გაუადვილებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ბიზნესის შემდგომი განვითარება, ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ზრდას, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.

     ღონისძიება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით გაიმართა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно