მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო შეღავათები წესდება


     საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

     წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით საგადასახადო შეღავათების დაწესება ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისთვის გაზრდილი ერთობლივი შემოსავლის მოცულობა.

     „პროექტი მცირე მეწარმეთათვის განსხვავებული დასაბეგრი რეჟიმის შემოღებას და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ტიპის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს", - აღნიშნა მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно