მთავრობის ადმინისტრაციაში სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა მიმდინარეობს


     პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი / Dimitry Kumsishvili, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნით შეხვედრაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

     სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში. 

     შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფონდის მისიის შედეგებთან დაკავშირებით, მედიისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება.
скачать dle 11.0фильмы бесплатно