მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს


     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

     ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან - ენტონი დე ლანოისთან და მსოფლიო ბანკის მმართველ გუნდთან, სადაც საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ მათი მხრიდან პოზიტიურად ფასდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკა.

     ძალიან პროდუქტიული გამოდგა შეხვედრები ლატვიის ფინანსთა მინისტრთან და შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლებთან, სადაც ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის. ეს არის უნიკალური საშუალება, რომ გაიზარდოს ინვესტიციები და სავაჭრო მოცულობები ორ ქვეყანას შორის. შვეიცარიის დელეგაციასთან შეხვედრის დროს დელეგაციამ განიხილა კომპანია "შტადლერის" გეგმები საქართველოში ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით. ასეთი დონის კომპანიების მიერ საქართველოში ჩადებული ივნესტიციები მოგვცემს საშუალებას განვავითაროთ მაღალ ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება საქართველოში და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს.

     ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია, ასევე, შეხვდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ევროკავშირის მხარე ძალიან პოზიტიურად აფასებს და მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის რეფორმის ინიცირებას საქართველოში და ეთანხმება ფიანანსთა სამინისტროს პოზიციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დივერსიფიცირებული ეკონომიკა განვითარებადი ქვეყნისთვის. შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ მიიღო სრული მხარდაჭერა აღნიშნული რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

     ასევე, დელეგაცია შეხვდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. IEB-ის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, მსგავსი რეფორმა ჩატარდა ევროპის ქვეყნებშიც და მზად არიან მსგავსი საბანკო გარანტიები გამოიყენონ ჩვენი რეფორმის განხორციელებისას.

     შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს მნიშვნელოვანი აქვენტები გაკეთდა ენერგოეფექტურობის პოლიტიკის დანერგვის მნიშვნელობაზე მთავრობების მიერ. იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო აუცილებელია ენერგოეფექტური და მდგრადი განვითარების მიღწევა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно