,,სტაჟიორს არ გააჩნია შრომითი უფლებები" – ქართული ოცნების ახალი საკანონმდებლო ინიციატივა


     სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის," პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქციის მდივანმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგი გამართა და სტაჟირების გავლის სამართლებრივი რეგულაციების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

     „დღეს შრომით ბაზარზე, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში, არსებობენ სტაჟიორები და სამწუხაროდ, საქართველოს სამართლებრივ სისტემაში სტაჟიორის სტატუსი განსაზღვრული არ არის. შესაბამისი კანონმდებლობის არ ქონა სხვადასხვა სახის პრობლემას წარმოშობს. კერძოდ, გაურკვეველია სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთოების სახე, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, დამსაქმებელს შეუძლია სტაჟიორის შრომით ბოროტად ისარგებლოს. სტაჟიორს არ გააჩნია შრომითი უფლებები და საკუთარი ინტერესების დასაცავად ვერ მიმართავს სასამართლოს", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно