1-ლი მაისიდან საქართველო-შვეიცარიას, ასევე საქართველო-ლიხტენშტეინს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება


     2018 წლის პირველი მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს (შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) შორის ამოქმედდება. 

     ნორვეგიასა და ისლანდიას, რომლებთანაც აღნიშნული შეთანხმება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს, ასოციაციის წევრი სხვა ორი ქვეყანა - შვეიცარიის კონფედერაცია და ლიხტენშტეინი შეემატება. 

     აღნიშნული სიახლის შესახებ ცნობა უკვე განთავსდა შვეიცარიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე. https://www.admin.ch/gov/en/start/documentation/media-releases.msg-id-70257.html

     თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელი მოეწერა 2016 წლის 27 ივნისს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში ქ. ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია). 

     აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა სამ რაუნდში. 

     საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში წარმოებული პროდუქტების და სერვისების დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე განთავსდეს 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზრებზე.

     შეთანხმება მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინტელექტუალური საკუთრება; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

     დეტალური ინფორმაცია საქართველოსა და ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.economy.ge/?page=economy&s=88
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно