სენსაციური აღმოჩენა: კავკასიაში პირამიდები აღმოაჩინეს


         იალბუზის  მახლობლად გამაოგნებელი აღმოჩენა მოხდა. მკვლევარებმა ზვავის ქვეშ მოყოლილ ვერმახტის რაზმს მიაგნეს,  რომლის მისიის შესახებაც მონაცემები გერმანულ და საბჭოურ არქივებში ვერ მოინახა. დაღუპული ჯარისკაცების პირად ნივთებში ანენერბეს (მესამე რაიხის ოკულტური ქვედანაყოფის) საზოგადოების სიმბოლიკიანი ბეჭედი და ჩემოდანი იპოვეს.  ნალჩიკის სპელეოლოგმა არტურ ჟემუხოვმა სამარხის მახლობლად 78 მეტრის სიღრმის გამოქვაბული აღმოაჩინა. მისი ვარაუდით, გამოქვაბულის შახტა მიწისქვეშა ქალაქში მიდის, რომლის გვირაბები იალბუზამდე და სამხრეთ კავკასიამდე გრძელდება. მეტიც, მიწისქვეშა ქალაქი პირამიდების ქვეშ არის აშენებული.

         საიდუმლო გვირაბები მეცნიერებმა ასევე სხვა ძველი ნაგებობების ქვეშაც აღმოაჩინეს: ეგვიპტეში გიზას და ცენტრალურ ამერიკაში ტეოტიუკანის პირამიდების ქვეშ. მეტიც, თანამდეროვე ტექნოლოგიების დახმარებით პროფესიონალები და მოყვარულები აქამდე მიუწვდომელ ადგილებს იკვლევენ. კოსმოსიდან განხორციელებული ინფრაწითელი გადაღების ტექნოლოგიის მეშვეობით ეგვიპტეში ახალი პირამიდები აღმოაჩინეს, რომლებიც მიწის ქვეშ საკარის რაიონშია დაფარული. მინიატურული რობოტები დღემდე მიუწვდომელი გვირაბების გამოსახულებებს გადმოსცემენ, რომლებიც თურქეთში, ისრაელში, ბულგარეთში, ბონიაში არიან მიმოფანტულნი. აღმოჩნდა, რომ დედამიწა, ასე ვთქვათ, მიწისქვეშა გვირაბების ქსელშია მოქცეული.

         მიწისქვეშა გვირაბები გიზას უდაბნოში, პირამიდების ქვეშაა; გვირაბების უზარმაზარი ქსელია პერუს, ბოლივიის, ბრაზილიის, კოლუმბიის, არგენტინის, ჩილეს ქვეშ. მსგავსი სისტემები ჩინეთის პირამიდების ქვეშაც აღმოაჩინეს. ყველა ეს გვირაბი ხელით ნაკეთები, ქვაში გამოთლილი ნაგებობებია.

         რუსი მეცნიერი, სპელეოლოგი ვიქტორ კოტლიაროვი 20 წელზე მეტია კავკასიის მთების შესწავლითაა დაკავებული. მან არაერთი მტკიცებულება მოიპოვა იმისა, რომ დედამიწის ამ ნაწილში პირამიდებია. მეცნიერის მტკიცებით მათი სილუეტი ხშირად ტყითაა დაფარული, ხოლო წვერი ჟამთა განმავლობაში ჩამოშლილია. რიგ შემთხვევაში პირამიდის სილუეტის ამოცნობა უბრალოდ შეუძლებელია. ყაბარდო–ბალყარეთში, ხარა–ხორას სამთო კომპლექსთან მან არტურ ჟმუხოვთან ერთად ზემოთ ნახსენები  78 მეტრიან  გვირაბში შესასვლელი აღმოაჩინა.

        1874 წელს კავკასიას ცნობილი ინგლისელი  ალპინისტი ფლორენს კროუფორდ გროუვი ესტუმრა.  მან პიველმა აღნიშნა, რომ კავკასიის ერთერთი მთა ,,სწორი კონუსებრი ფორმით გამოირჩევა.” ეს მთა ყაბარდო–ბალყარეთში ჩერეკის ხეობაში მდებარეობს. ჩატარებული ექსპედიციების წყალობით დღეს უკვე ცნობილია, რომ ამ პირამიდის შიგნით გვირაბებია.

         მალტას კუნძულიც მდიდარია მიწისქვეშა გვირაბებით, აქედან ყველაზე ცნობილი მიწისქვეშა ჰიპოგეს საკულტო ტაძარია. ეს ჩიხების და ოთახების გიგანტური სამ სართულიანი სიტემაა.  იატაკის დონეზე კედლებში იდეალური ფორმის მრგვალი ხვრელებია, რომელთა მეშვეობით ოთახში განსაკუთრებული აკუსტიკა იქმნება. ამომავალი ბგერითი რყევების კომბინაციამ შესაძლოა  ადამიანი ტრანსულ მდგომარეობაში შეიყვანოს. ჰიპოგეოში ჩატარებულმა კვლევებმა მეცნიერები შოკში ჩააგდო: მიწისქვეშა ბგერითი სიხშირე შუმანის რეზონანსის დიაპაზონს აღემატება. ანუ, ფიზიკის ყველა კანონის თანახმად, სიხშირე მერყეობს 7,8–დან  43 ჰერცამდე. ჰიპოგეაში კი  ეს მაჩვენებელი 11 ჰერცს შეადგენს! მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აქ ყოფნის დროს თავის ტვინის ნახევარსფეროების მუშაობის ფუნქციები ირღევა.

         მსგავსი აკუსტიკური ეფექტი აღმოჩენილია სხვა მიწისქვეშა კომპლექსებშიც – ისრაელში (ბეტ გავრინი), ბულგარეთში (პროხოდნა), თურქეთში (ფრიგიის დაბლობი)…ზოგიერთი გამოქვაბულის თაღების სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, აქ დიდი დარბაზებია, მრავალსართულიანი გვირაბები, გამოკვეთილი კიბეები… ერთ–ერთი ვერსიით, პირამიდები დამცავ ფუნქციასაც ითვისებდნენ.  მათ წვერზე იარაღი არავის აუტანია, მაგრამ მეგალიტიური კომპლექსი მოქმედებდა, როგორც აკუსტიკური დანადგარი, მოწინააღმდეგეს ყოველგვარი გასროლის გარეშე ანეიტრალებდა.

         1945 წლის გაზაფხულზე აშშს–ს სამხედრო– საჰაერო ძალების მფრინავი ჰიმალაებში რეიდს ასრულებდა, მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო მას სიმაღლის დაკლება მოუწია, რა დროსაც გიგანტური, მზეზე მბრწყინავი პირამიდა დაინახა. თუმცა ამ საიდუმლოს ამოხსნა ვერ მოხერხდა – ჩინეთის ხელისუფლება არ მიესალმება ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ჩატრებას. ჩინეთის ტერიტორიაზე ასობით მცირე პირამიდაა, ოთხწახნაგოვანი და წაკვეთილი წვერებით. ზოგიერთი მათგანი ეროზიამ დააზიანა კიდეც, მაგრამ ჩინეთი საგულდაგულოდ მალავს ყოველგვარ ინფორმაციას მათ შესახებ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://premiumi.ge/?p=5706