როდესაც ევროპაში თვით კარლოს დიდმა წერა–კითხვა არ იცოდა, ვახტანგ გორგასლის შთამომავალნი სვეტიცხოველს აშენებდნენ…


     442 წელს, ქართლის მეფის, მირდატ VI ის სასახლეში იშვა უფლისწული, სახელად ვახტანგი. 7 წლის შემდეგ მირდატი გარდაიცვალა. თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მძიმე პერიოდი ედგა საქართველოს. ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოსნი, მოაოხრეს ქართლი.
 
     შემდეგ საქართველოს ბიზანტიელები დაესხნენ. იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები,რომლებიც ეგრისს შემოესივნენ და ციხე-გოჯამდე მივიდნენ. ვახტანგის ლაშქარმა საქართველო გაწმინდა შემოსეული მტრისაგან, მან გადაიარა იალბუზი და სწორედ მაშინ მიიღო ,,იალბუზის გმირის”წოდება. მან დაამარცხა ყივჩაღები, ჯიქეთი და მთელი ჩრდილოეთ კავკასია დაიმორჩილა.შემდეგ ჯიქეთიდან აფხაზეთში გადავიდა, ეგრისი და აფხაზეთი გაანთავისუფლა ბიზანტიელებისაგან და დასავლეთ საქართველო შემოიერთა.

    ვახტანგ მეფე აღმშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული, მისი მრავალმხრივი მოღვაწეობიდან გამორჩეულია თბილისში დაწყებული დიდი საამშენებლო საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ სამუსაოების დაწყება მოასწრო, თბილისის გადედაქალაქებას მაინც ვახტანგ გორგასალს მიაწერენ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://premiumi.ge/?p=8464