ხაჭოს ნამცხავრი ,,ქლიავი არაჟანში"


     საჭირო ინგრედიენტები: 
 
 ცომისთვის:
3 ცალი კვერცხი;
200 გრ შაქარი;
180 გრ კარაქი;
200 გრ ფქვილი;
10 გრ გამაფხვიერებელი;
½ ჩ/კ/ მარილი.  
ქლიავი
     მოსართავად 200 გრ არაჟანი, 100 გრ შაქარი, ვანილი გემოვნებით.

     ავთქვიფოთ კარაქი, შაქარი, მარილი და კვერცხი. დავამატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მზა ცომი თანაბრად გავანაწილოთ ტაფაზე, ზემოდან დავალაგოთ  გარჩეული  ქლიავის ნახევრები ( გაჭრილი ნაწილით ზემოდან). გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მანამდე კარგად ავურიუთ არაჟანი, შაქარი და ვანილი და წავუსვათ ცხელ ნამცხვარს. გავაცივოთ. შაქრიან არაჟანს ნაწილობრივ ცომი იწოვს, დანარჩენი მინანქარივით რჩება ზემოდან და დაჭრისას არ იღვენთება. ნამცხვარი გამოდის ნაზი, გემრიელი, არაჟნისა და ქლიავის მსუბუქი ნოტით.
გემრიელად მიირთვით!
ანა ბახტაძე
ultrapress.ge
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно