სალათი ოლივიე


საჭირო ინგრედიენტები:

5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი;

2 ცალი სტაფილო;

3 ცალი კვერცხი;

1 პატარა ქილა დაკონსერვებული მწვანე ბარდა;

2-3 ცალი მჟავე კიტრი;

200 გრ მაიონეზი;

მწვანე ხახვი;

კამა;

მარილი და პილპილი გემოვნებით.


     კარტოფილი, სტაფილო და კვერცი მოვხარშოთ. გავაციოთ, გავფრცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად. ასევე დავჭრათ მჟავე კიტრი. ბარდა გადავწუროთ და შევურიოთ. დავჭრათ მწვანე ხახვი და კამა (ცოტაოდენი მოვიტოვოთ ზევიდან მოსაყრელად), მოვასხათ მაიონეზი და კარგად ამოვურიოთ, სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დარჩენილი მწვანე ხახვი და კამა.


გემრიელად მიირთვით!


ნინო ასანიშვილი

ultrapress.ge

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно