ბრინჯის ფლავი ხილით და ბოსტნეულით, ვიტამინებით მდიდარი და უგემრიელესი რეცეპტი


ბრინჯის ფლავი ხილით
ბრინჯი 400 გრ;
ქიშმიში 300გრ; 
კომში 2 ცალი
რბილი ვაშლი 2 ცალი;
სტაფილო  2 ცალი;
გოგრა 200 გრ (დაახლოებით 2 ნაჭერი);
შაქარი 200გრ.

     ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში და გადავწუროთ, სანამ ბრინჯი შეშრება მოვამზადოთ ხილი და ბოსტნეული. 100გრ. შაქრისა და 50 გრ.წყლისგან მოვადუღოთ სიროფი. კომში, ვაშლი, სტაფილო და გოგრა გავფრცქვნათ, დავჭრათ პატარა კუბიკებად და ჩავყაროთ დაბალ ცეცხლზე მდუღარე სეროფში. სანამ ეს ყველაფერი შერბილდება ქიშმიშს დავასხათ მდუღარე წყალი, კარგად ამოვუროთ, გადავწუროთ და ისევ დავასხათ მდუღარე, გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი. სიროფიდან ქაფქირით ფრთხილად ამოვიღოთ შერბილებული და დამტკბარი ხილი, ასევე ქიშმიში კარგად გამოვწუროთ, ყველაფერი კარგად ავურიოთ და ავაწყოთ ფლავი: სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ 2 ს.კ ზეთი დავაყაროთ ბრინჯი ისე რომ ფსკერი დაიფაროს მოვაყაროთ ხილი და 1 ს/კ შაქარი. შემდეგ ისევ ბრინჯი და ასე გავიმეოროთ სანამ მასალა ამოგვეწურება, ქვაბზე გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო, დავახუროთ მჭიდროდ თასახური და ძალიან დაბალ ცეცხლზე ჩავშუშოთ დაახლოებით 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно