მჟავე კომბოსტოს ღვეზელი


საჭირო ინგრედიენტები:
ფქვილი 2 ჭიქა;
ცხელი წყალი 1 ჭიქა; 
კომბოსტო 500 გრ;
ხახვი 2–3 თავი;
ზეთი.

       მოვზილოთ ელასტიური ცომი. გადავდოთ 10–15 წუთით. ტაფაზე მოვდაღოთ ხახვი, დავუმატოთ გარეცხილი და გაწურული მჟავე კომბოსტო, გავაგრძელოთ მოთუშვა, სანამ კომბოსტო არ დარბილდება და ოქროსფერს არ მიიღებს. გავაგრილოთ და ამის შემდეგ გავაკეთოთ პატარა ღვეზელები და შევწვათ ზეთმოსხმულ გაცხელებულ ტაფაზე.
გემრიელად მიირთვით!
 

ანა ბახტაძე
ultrapress.ge
 
 

 
 
 
 
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно