,,უხა" ანუ თევზის წვნიანი, მარტივი მოსამზადებელი და სასარგებლო


საჭირო ინგრედიენტები:
თევზი (ახალი ან გაყინული) –0,5 კგ;
კარტოფილი – 2–3 ცალი;
ხორბლის, ქერის ან თურქული ბურღული – 1 ჭიქა;
ხახვი – 1 დიდი თავი;
დაფნა– 2–3 ცალი;
ოხრახუში,პილპილი, მარილი, ზეთი, გემოვნებით.

     თევზი დავჭრათ, დავასხათ წყალი, დავამატოთ მარილი და დავდგათ ცეცხლზე. ადუღებულ ბულიონს მოვაცალოთ  ქაფი. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და კარტოფილი, ბურღული, ზეთი და დაფნა. მზა წვნიანს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით! 

ანა ბახტაძე
ultrapress.ge
 

 
 
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно