სამარხვო კოტლეტი, რომელიც ნახევარფაბრიკატის სახით შეგვიძლია შევინახოთ


საჭირო ინგრედიენტები:
წიწიბურა 200 გრ;
ბრინჯი 200 გრ;
ფეტვი 200 გრ;
ღერღილი 200გრ;
ხმელი ბარდა 200 გრ;
კარტოფილი 2–3 ცალი;
ოხრახუში, ქინძი, თითო კონა;
ნიორი 3–4 კბილი;
პილპიილი და მარილი გემოვნებით;

     თანაბარი რაოდენობის ბურღულეული გავრეცხოთ, დავასხათ წყალი, ჩავყაროთ გათლილი კარტოფილი და მოვხარშოთ ისე, რომ წყალი შეიშროს და გაწურვა აღარ დასჭირდეს. გავაგრილოთ და ყველაფერი ჩავზილოთ, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი, პილპილი და მარილი გემოვნებით. გავაკეთოთ კოტლეტი და შევწვათ გავხელებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე. 

     კოტლეტი შეგვიძლია ნახევარფაბრიკატის სახით მაცივარშიც გავყინოთ. 
     გემრიელად მიირთვით!
ანა ბახტაძე
ultrapress.ge

 

скачать dle 11.0фильмы бесплатно