კივის კექსი


საჭირო ინგრედიენტები:
3ც-კვერცხი,
2ჩ/ჭ,შაქარი,
100გრ-კარაქი,
500გრ-მაწონი,
3,5-ჭიქა ფქვილი,
1ჩ/კ -სოდა,
1ს/კ- ძმარი,
ვანილი, კივი.

      ფუმფულა კექსის მისაღებად საჭიროა მასალა წინასწარ გამოვიღოთ მაცივრიდან, რადგან როდესაც ოთახის ტემპერატურისაა კვერცხი და სხვა ინგრედიენტებიც კარგად იხსნება ერთმანეთში. კვერცხი და ცილა დავაცილოთ ცალკე ავთქვიფოთ ცილა და ცალკე გული შაქართან ერთად, შემდეგ დავამატოთ მაწონი, გამდნარი შეგრილებული კარაქი, სოდა ძმრით, ვანილი, ფქვილი შესაძლოა ცოტა მეტი დაგჭირდეთ ვიდრე მითითითებული გვაქვს, ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის.

     შემთბარ თუნუქის ფურცელს წავუსვათ ცხიმი, ცომი თანაბრად გავანაწილოთ ზევიდან მოვათავსოთ გაფრცქვნილი რგოლებად დაჭრილი კივი და შევდგათ ღუმელში 200გრამი 15-20 წთ,სანამ ოდნავ შეყავისფერდება.

გემრიელად მიირთვით!
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно