ხის სოკოს ხინკალი


საჭირო ინგრედიენტები:
ფქვილი 1 კგ;
წყალი 2–3 ჭიქა;
მარილი;
სოკო 500 გრ;
ხახვი 2 თავი;
ძირა, პილპილი;
ზეთი ან ერბო;
მარილი.

     მოვზილოთ ხინკლის ცომი. გადავდგათ დასასვენებლად 30 წუთი. უმი გარეცხილი სოკო ხელით გავწუროთ, წვრილად დავჭრათ და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ერბო ან ზეთი, პილპილი, ძირა და მარილი. ამის შემდეგ მოვახვიოთ ხინკალი. ჩავყაროთ მარილიან ადუღებულ წყალში 15–20 წუთის განმავლობაში. ხინკალი შეგვიძლია გავყინოთ ნახევარფაბრიკატის სახით.
გემრიელად მიირთვით!
ანა ბახტაძე
ultrapress.ge
скачать dle 11.0фильмы бесплатно