ბოსტნეულის სალათი


საჭირო ინგრედიენტები: 
200 გრ. მოხარშული მარცვალი ლობიო;
5 ცალი კარტოფილი;
3 ცალი სტაფილო;
3ცალი ჭარხალი;
1თავი ხახვი;
3ცალი მჟავე კიტრი;
ქინძი, კამა;
მარილი და პილპილი გემოვნებით.

     მოვხარშოთ ლობიო, დანარჩენი ბოსტნეული ცალკე მოვხარშოთ. გავაციოთ, გავფრცქვათ და დავჭრათ პატარა კუბებად შემდეგ ერთმანეთს შევურიოთ ყველაფერი. მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და კამა, მარილი და პილპილი. მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი.

გემრიელად მიირთვით!
 
 
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно