ალადები


საჭირო ინგრედიენტები:
1ცალი კვერცხი;
1/2ჭიქა შაქარი;
მაწონი 500გრ;
ფქვილი რამდენსაც შეიზელს (სქელი არაჟნის კონსისტენცია უნდა მივიღოთ)
1/2ჩაის კოვზი სოდა და 1 სადილის კოვზი ძმარი;
ვანილი;
მწიკვი მარილი.
 
     კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ მაწონი, მარილი, ვანილი, ფქვილი და სოდა ძმრით, ყველაფერი კარგად ავურიოთ, დავასხათ ტაფაზე, ზეთი კარგად გავაცხელოთ და ჩაის კოვზით ცომი ფრთხილად დავდოთ ტაფაზე, ორივე მხრიდან შევწვათ, შეგიძლიათ მიირთვათ თაფლთან ერთად.
 
 
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно