ხელების მოვლის 9 წესი


  1.ცივ ამინდში არასოდეს დაივიწყოთ ხელთათმანის ჩაცმა. ჰაერის დაბალი ტემპერატურა პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, ირღვევა ქსოვილების კვება და კანი კარგავს ელასტიურობას. 
2. საშინაო საქმეების კეთებისას, ქიმიური სარეცხი საშუალებებისა და წყლისგან კანის დასაცავად, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ხოლო აგარაკზე, მცენარეების მოვლისას ნაჭრის ხელთათმანები გამოიყენეთ.

3. ყოველთვის თან იქონიეთ ხელის დამატენინებელი და მკვებავი კრემი.

4. კვირაში ერთხელ ხელებზე გაიკეთეთ თბილი ზეთის 15 წუთიანი აბაზანა. ზეთი აღადგენს კანის კოლაგენს, ათანაბრებს, არბილებს და ალამაზებს მას.

5. კანს კარგად არბილებს კიტრის წვენი, შვრიის ფანტელის, გვირილას, სალბის, ცაცხვის ყვავილის ნახარშის თბილი აბაზანები.

6.ხელის კანის დასარბილებლად და გასათეთრებლად შეიძლება ლიმონის წვენის აბაზანების გაკეთება.

7.მშრალი, დამსკდარი კანის შემთხვევაში ეფექტურია სახამებლის აბაზანა. აბაზანის შემდეგ ხელები შეიმშრალეთ და წაისვით ნებისმიერი ვიტამინიზირებული კრემი.

8. ხელების ოფლიანობის დროს გაიკეთეთ მარილიანი წყლის (1ჩ/კ მარილი 1ლ წყალზე) ან ძმრიანი აბაზანა (1ს/კ ძმარი 1 ლ წყალზე).

9. ფრჩხილების გასამაგრებლად შეიძლება მცენარეულ ზეთს დავუმატოთ 3 წვეთი იოდი და 5 წვეთი გლიცერინი და კვირაში ერთხელ გავიკეთოთ ეს აბაზანა.

ლალი ჩხიკვაძე mkurnali.ge
скачать dle 11.0фильмы бесплатно