ტრამპი ირანს ახალ ბირთვულ გარიგებაზე მუშაობის დაწყებას სთავაზობს


     დონალდ ტრამპი ირანს ახალ ბირთვულ გარიგებაზე მუშაობის დაწყებას სთავაზობს. 
     ტრამპი ამბობს, რომ 2015 წელს გაფორმებულმა ყოვლისმომცველმა სამოქმედო გეგმამ ვერ შეუშალა ხელი ირანის ბირთვული იარაღის შექმნას.

      მისივე თქმით, გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ მასობრივი განადგურების იარაღის შეძენას ახლოაღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც შეეცდებოდნენ, რაც მსოფლიო კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.

     შეერთებული შტატების ლიდერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ირანს ყველაზე ხისტ სანქციებს უწესებს და იმედს გამოთქვამს რომ თეირანთან მოლაპარაკებას შეძლებს.

     დამატებითი სანქციების სია შეერთებული შტატების ფინანსთა უწყებამ უკვე გაასაჯაროვა.

      შავ სიაში სამი ირანული კომპანია და 6 გავლენიანი ადამიანი მოხვდა .
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно