„ქართული ოცნება“ ცდილობს, პატარ-პატარა ლუკმების გადმოგდებით ცალკეული ოპოზიციური პარტია მოთაფლოს - ბეჟაშვილი


     „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მისაღწევად მთავარი პოლიტიკური საკითხი მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები შეიძლება, იყოს.

     მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ უნდა ისაბრონ საარჩევნო რეფორმაზე.

    „მთავარი პოლიტიკური საკითხი ოპოზიციასა და ხელისუფლებამიტაცებულ „ქართულ ოცნებას“ შორის შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პირველი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა და შემდგომ უკვე საარჩევნო რეფორმებზე საუბარი, მათ შორის ბუნებრივი ბარიერის დაწესება. ბუნებრივია, ჩვენ როგორც მთავარი ოპოიციური, ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტია საქართველოში, არანაირი პრობლემა არ გვაქვს პატარა პარტიებთან ურთიერთობის და მათი წახალისება უფრო მოხდება ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში.

     რიგგარეშე არჩვენების თარიღზე ბუნებრივია, სხვა ოპოიციურ პარტიებთან ერთად, მზად ვართ ვისაუბროთ ფასილიტატირებთან ერთად. შემდეგ რიგითობის თვაკსაზრისით, არის საარჩევნო ადმინისტრაციისა  და საარჩევნო კოდექსის ცვლილებები. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ასეთი მსგავსი პატარ-პატარა ლუკმების გადმოგდებით მოთაფლოს, მოქრთამოს ცალკეული ოპოზიციური პარტია, რომელთათვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა დავყვეთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно