ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევის თავი არ აქვსოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევის თავი არ აქვს – ოხანაშვილი


     ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია საპროტესტო მუხტის გამოწვევას ვერც ზაფხულში ვერ შეძლებს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

     „ოპოზიციას არანაირი საპროტესტო მუხტის გამოწვევისა და ტემპერატურის აწევის თავი არ აქვს, მით უფრო ზაფხულში, როცა უფრო ეთბილება. მუხტის აწევა გაუჭირდებათ.

     მუხტის აწევა თუ უნდოდათ, ზამთარშიც კარგად აწევდნენ, თუმცა არ გამოსდით და ვერც გამოვა, რადგან ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით გადაწყვიტა, ვისი ყოფნა სურს ხელისუფლებაში და ვისი – ოპოზიციაში. მათ ლიმიტი ამოეწურათ და ოპოზიციაში ყოფნის თავი არა აქვთ, რაც მათი პრობლემაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

     მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს კიევიდან სოციალური ქსელით მოუწოდებს, დაარღვიონ კოვიდრეგულაციები და არ დაემორჩილონ კანონს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно