პოლიციას უბრძანეს,რეალური წყაროების ნაცვლად,წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს"– სააკაშვილი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე


       ,,პოლიციას უბრძანეს,რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს,"– ასე გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას.

      სააკაშვილის თქმით, თუ ხელისუფლებას რეალურად ნარკოტიკებთან ბრძოლა სურს მას ეს არ გაუჭირდება, რადგან ყველა ბარიგის ვინაობა და მისამართი ცნობილია.
 
     ,,კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში,არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან-ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია. ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა,ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც. ასევე,შემოტანის არხები.მაგრამ,ამ ყველაფერს ვერ ეხებიან ,რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე.ამიტომ პოლიციას უბრძანეს,რეალური წყაროების ნაცვლად,წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს. ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები,მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი,ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში. გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი.მომხმარებლების დევნის ნაცვლად,დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით.ასევე საჭიროა,გონივრული საინფორმაციო კამპანია,რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ,თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება,მათი სიცოცხლისთვის,"- წერს სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно