,,სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი" – ანა ნაცვლიშვილი


     ,,სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი,"– ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

     ანა ნაცვლიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, ძალოვანი მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში დაიბარონ და საზოგადოების ყველა კითხვა საჯარო პასუხი გაეცეს.

      „რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება, ის ინფორმაცია, რასაც შს სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფრომით. შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხები," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно