,,გახარიამ ბოდიში იმიტომ კი არ მოიხადა, რომ ამ ტვინგათხელებულების მიმართ სიმპატია აქვს" – ბონდო მძინარაშვილი


      ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება:
 
     ,,შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ "თუ" ბოდიში იმიტომ კი არ მოიხადა, რომ ამ ტვინგათხელებულების მიმართ სიმპატია აქვს, არამედ იმიტომ, რომ "თეთრი ხმაური" ალყაში მოაქციეს და ამაღამდელ ღამეს თუ გაუძლებდა, დღევანდელ დღეს ნამდვილად დიდი დაპირისპირება და სასაკლაო გველოდა, რადგან დღეს დიდი აქცია იგეგმება. პოლიცია და სპეცრაზმი იძულებული გახდებოდა, ძალა გამოეყენებინა. დაშავებულებზე აღარაფერს ვამბობ, მსხვერპლსაც ვერ ავიცილებდით თავიდან. აი, ამიტომ არის გიორგი გახარია გონიერი პოლიტიკოსი!

     "პერლ-ჰარბორის" დაბომბის დროს, როცა ამერიკული ფლოტის ჩაძირვას უყურებდა, ერთმა იაპონელმა გემის კაპიტანმა ადმირალს მიმართა: "თქვენ ბრძენი ხართ, ადმირალო!" ადმირალმა კი უპასუხა: "ბრძენი ამ საშინელებას აიცილებდა თავიდან!"

     ასე რომ, ვისაც გიორგი გახარიას "თუ" ბოდიში არ მოგწონთ, გეკითხებით: ვინ აგებდა პასუხს დღევანდელ მსხვერპლზე?! ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოში მარტო არ ვართ და საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა! არც იმ წლებში დაბრუნება გვინდა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი "ორი გვამის" მიტანის ბრძანებას გასცემდა. ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელსაც შეუძლია კრიზისულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღება! ამ გადაწყვეტილების შედეგი კი ის არის, რომ ყველა ცოცხალია! ,,მთავარია სისხლი, სისხლი!" - ასე მხოლოდ დანგრეული მორალის საზოგადოება ფიქრობს. ჩვენს საზოგადოებას დანგრეული მორალი მთლიანად გაანადგურებს - აღარც სამშობლო გვექნება და აღარც სახელმწიფო! დავფიქრდეთ, რა გვირჩევნია!

     თუმცა, ეს არჩევანი უკვე გავაკეთეთ რამდენიმე წლის წინ და ახლა ვიღაც ტყუილად ცდილობს, დაგვაბრუნოს იქ, წარსულში, როდესაც რუსთაველის გამზირზე უმოწყალოდ ნაცემი ადამიანების სისხლს სახანძრო მანქანებიდან მიშვებული წყლის ჭავლით რეცხავდნენ.]

     არ დავბრუნდებით! აღარ დავბრუნდებით! ვეღარ დაგვაბრუნებთ!" – წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно