,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უზნეობის პროპაგანდის უფლებას არავის აძლევს"- ჯუმბერ კირვალიძე


        ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უზნეობის პროპაგანდის უფლებას არავის აძლევს,"– ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე აცხადებს.

       მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია ძალიან დაძაბულია, რაზეც პასუხისმგებლობა წინა და მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.
 
     ,,ის მოვლენები, რაც შსს–ს 12 მაისის სპეცოპერაციას მოჰყვა ნარკო მოვაჭრეების გამოსავლენად და დასაკავებლად თბილისის ღამის კლუბებში, სადაც წლებია ,,ჰყვავის" ნარკობიზნესი და მისგან გამომდინარე ქვეყანაში არსებული ზნეობრივი დეგრადაცია, ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო! დიახ, ეროვნულ-ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების მატარებელ საქართველოში, სადაც უკანასკნელი 15 წლის მანძილზე მავანნი პერმანენტულად ნერგავენ უცხო ულტრალიბერალურ ღირებულებებს და ფასეულობებს, ქვეყანაში მდგომარეობა აუცილებლად მივიდოდა სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რისი მომსწრეც გავხდით 14 მაისს! ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული სიტუაცია "წკიპზეა" და შექმნილ მდგომარეობაზე, უპირველესად სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და ივანიშვილის "გასაოცარ ჩრდილოვანს მმართველობას" ეკისრება პოლიტიკური, სამართლებრივი და ზნეობრივი პასუხისმგებლობა!

       მადლობა ღმერთს, რომ ჯერჯერობით სიტუაცია არ გახდა უკონტროლო და ამის ერთადერთი შემაკავებელი ძალა გახლავთ საქართველოს     კათოლიკოს-პატრიარქი და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, თუმცა, როგორც ჩანს, მათი ავტორიტეტიც უსაზღვრო არ არის, მთელი რიგი მიზეზების გამო!..

     P.S. ზოგადად და სიღრმისეულადაც, "თავისუფლება" თავაშვებულობას არ ნიშნავს, ასევე, "სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება" უზნეობის პროპაგანდის უფლებას არავის აძლევს,"– აღნიშნავს ჯუმბერ კირვალიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно