,,რადიკალიზმი არც ლიბერალიზმის მიმართულებით და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ წაადგება"- წულუკიანი


     ,,რადიკალიზმი არც ლიბერალიზმის მიმართულებით და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ წაადგება,"– ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

     წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რადიკალიზმი პატარა და ოკუპირებული ტერიტორიისთვის დამანგეველია.
 
      „ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ეს ნარკოპოლიტიკაა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ორდღიანი აქციები ეხებოდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რადიკალიზმი − იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი. შესაბამისად, ჩვენ, სანამ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფს შევქმნით და ვიმუშავებთ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც 4 მილიონი ქართველი შევალთ, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ გავმთლიანდეთ, როგორ გვესმოდეს ერთმანეთის, რადგან რადიკალიზმი არც ლიბერალიზმის მიმართულებით და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ წაადგება. ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები ამას ეხებოდა, მხოლოდ შემდეგ − ნარკოპოლიტიკას. შესაბამისად, მოდი, ამაზე ვიფიქროთ; ვინც ვართ ჩემი თაობის წარმომადგენლები, როგორ გავუგოთ მათ, ვისაც მეტრიკაში ცოტა უფრო მერმინდელი დაბადების თარიღი უწერია; ვიფიქროთ იმაზე, ახალმა თაობამ როგორ გაიგოს უკეთესად, რას ვამბობთ ჩვენ და ჩვენ როგორ მოვუსმინოთ მათ, ვინც ჩვენზე უფროსია. ეს არის ჩემთვის დღეს მთავარი, რამაც დამაფიქრა, რაც ვიცოდი, რომ ასეა, მაგრამ ღიად გეტყვით, შემაშფოთა და ამ მხრივ მუშაობა არ იქნება ურიგო.
      

      
скачать dle 11.0фильмы бесплатно