,,სისხლში აცურავეს, ოჯახი ამოუწყვიტეს, მაგრამ მაინც ვერ დაამარცხეს" – რუსუდან შარაძე


      დღეს მამაჩემის მკვლელობიდან 11 წელი სრულდება. 11 წელია, ვცდილობ, დავამტკიცო სიმართლე, რომელიც ერთადერთია - გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს, ბრძანება გასცა სააკაშვილმა, ხოლო შეასრულა დათა ახალაის მკვლელების დაჯგუფებამ.

     თუ რა გამოვიარე და ახლაც, რა ძალისხმევა მჭირდება მიზნის მისაღწევად, ეს მარტო მე და ჩემმა ღმერთმა ვიცით. რა იქნება მომავალში, ესეც ღმერთმა იცის. თუმცა, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი და ვარ - თუ არ დავიშურებ ძალას და ენერგიას, არ ვუღალატებ მამაჩემს, ვიქნები მართალი მისი ხსოვნისა და ჩემი სინდისის წინაშე, უსათუოდ, ადრე თუ გვიან, სიმართლეს დავამტკიცებ.

     ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავიდა. უკან ნაბიჯიც არ დამიტოვებია, მაგრამ მთელი ცხოვრებაც რომ გავიდეს, მსხვერპლის გაღება კიდევ რომ მომიწიოს, მზად ვარ ყველაფრისთვის და მაინც არაფერს ვინანებ. თქვენ შეიძლება დაგღალეთ, მაგრამ ჩემი ცხოვრება და დანიშნულება ეგ ყოფილა, რა ვქნა...

     მიუხედავად იმისა, რომ სისხლში აცურავეს, ოჯახი ამოუწყვიტეს, მაინც ვერ დაამარცხეს და ამით ვარ ბედნიერი, ეს მაძლევს სიცოცხლის ძალას. ტაბუ დაადეს, მაგრამ მაინც ვერავის დაავიწყეს. დროებითია ეს ყველაფერი. წლები და ისტორია ყველაფერს და ყველას თავის ადგილზე დასვამს, იცით თქვენ ეს ჩემზე კარგათ.

რუსუდან შარაძეскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно