,,შეგაკვდებით!... ეს ბრძოლა დამთავრდება იმით, რომ საქართველო გაიმარჯვებს"– ნიკოლოზ მჟავანაძე


      ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა და ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვა, რომლებმაც 12–13 მაისს პარლამენტის წინ ადმინისტრაციული გადაცდომები და სისხლის სამართლის დანაშაულებები ჩაიდინეს.

      

      მისი თქმით, 7 ახალგაზრდა გაბუნიას მანქანის ბლოკირებისთვის დაიჭირეს, ხოლო პოლიციელების ცემისთვის არავინ დაუსჯიათ.

 

      ,,მთავარ პროკურატურაში შევიტანე განცხადება რომელიც ეხება 12 –13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ლგბტ თემის მიერ ქართველი ხალხის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებშიც იკვეთება, როგორც ადმნისტრაციული წესრიგის დარღვევა, აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულებები. აღნიშნული ქმედებები რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა მთლიანად საზოგადოებისთვის. პარლამენტის წინ, როდესაც დედას აგინებდნენ ქართველ ხალხს, მინიმუმ ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რომელიც ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა. ამ მიმართულებით არავინ დასჯილა. ასევე კარგათ დავინახეთ, თუ როგორ გაუსწორდნენ პოლიციელებს აქციის მონაწილეები და ეს კადრები მოიარა მთელმა საქართველომ. 7 ახალგაზრდა გაბუნიას მანქანის ბლოკირებისთვის ციხეში გამოამწყვდიეს და მაინტერესებს რატომ არავინ არ არის დასჯილი პოლიციელების შეურაცხყოფისთვის?"– აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

      

      ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სულ მალე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხალხით გაივსება და აღნიშნული ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდება.

 

     ,,ნუ იფიქრებთ,რომ ჩვენ ვართ ცოტა, ეროვნული მოძრაობის ლიდერები არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ წმინდა ადგილები შეიბღალოს და ნარკობარიგების თავშეყრის ადგილად იქცეს, ნარკობარიგების ადგილი არის ციხეში. ბინძური მეთოდებით ბრძოლას, რომელიც დაიწყეთ იმ ხალხის მიმართ ვინც აქ გამოვიდა და იბრძვის სოროსის ლეკვების წინააღმდეგ არ გაპატიებთ, თქვენი ქმედებები უმკაცრესად დაისჯება! ნუ გგონიათ, რადგან ტელევიზიებია თქვენი გაიმარჯვებთ, ასე ეგონა მიხეილ სააკაშვილსაც, მაგრამ ყველაფრის გაშიშვლება და ჩამოშლა მოხდა. ამ მოედანს შევსებულს ნახავთ. ეს ხალხი რომელიც აქ მოვა, საითაც დაიძვრება კარგათ ნახავთ. შეგაკვდებით!... უკან არ დავიხევთ, თქვენ აირჩიეთ სოროსის გზა ჩვენ ავირჩიეთ ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა,” ეს ბრძოლა დამთავრდება იმით, რომ საქართველო გაიმარჯვებს,"- განაცხადა მჟავანაძემ.

ანა ქევხიშვილი

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно