,,მკვლელი და ყველაფრის მკადრებელია ეგ გოგაშვილი და ფრთხილად იყავიო"- რუსუდან შარაძე


     აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

     ,,სულ მაინტერესებდა, რა იქნებოდა გოგაშვილის შემდეგი ნაბიჯი. მერე არ ვიცი რას იზამს, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მხოლოდ, რამდენიმე ხისთავიანი მომიქსია აქ. იმასაც ვერ ხვდება, რომ რამდენჯერაც თავს დამესხმება, ასი იმდენს უკან მიიღებს. შუამავლები, ღიად, დიდი ხანია აღარ მოუგზავნია. უბრალოდ, ერთი ათი კაცი მიმტკიცებდა, რომ გოგაშვილს თავი გავანებო და ვეცე შოთაძეს. ისე არ აგიდგეთ გვერდები თქვენ! 

     როცა ვერ დამარწმუნეს, მერე უკვე - მკვლელი და ყველაფრის მკადრებელია ეგ გოგაშვილი და ფრთხილად იყავიო. პირდაპირ მუქარას ვერ მიბედავს და ასე შეფარულად უნდა ჩემი შეშინება.  ისე, ამ სურათს რომ შევხედე, შემეშინდა კი არა, გული გამისკდა. რად უნდოდა კაცების მოგზავნა, ეს ფოტო გამოეგზავნა,"– წერს რუსუდან შარაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно