რკინიგზის საკითხი არ განხილულა... ტატუნაშვილის მკვლელობას კარასინმა სამწუხარო ფაქტი უწოდა - ზურაბ აბაშიძე


     აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დასრულდა. ეს იყო პირველი მოლაპარაკება საბაჟო მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ.

     როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რკინიგზის აღდგენის საკითხი ამ შეხვედრაზე არ დამდგარა და არცერთ კონტექსტში არ განხილულა.

     „რკინიგზის საკითხი საერთოდ არ განხილულა არც საელჩოს და არც კულტურული ურთიერთობების კონტექსტში. საერთოდ არ ხსენებულა რკინიგზის საკითხი"-განაცხადა ზურაბა აბშიძემ.

     რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხის, ზურაბ აბაშიძის თქმით, კარასინმა განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ფაქტია და მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

     „რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ ეს სამწუხარო ფაქტია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს თქვა ის რასაც ველოდი, რომ ამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში,"-განაცხადა აბაშიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/104793