ოპოზიციის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ-ხუნდაძე


      საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ. 

    ,,უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები რიგრიგობით ჩადიან პანკისის ხეობაში და ადგილობრივი მოსახლეობისადმი, ვითომცდა თანადგომით სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ. არადა, ადგილობრივ მოსახლეობას დღეს ყველაზე მეტად სიმშვიდე და რეალურ სიტუაციაში გარკვევა სჭირდება, რაც კონკრეტული უწყებების საქმეა. ვიმედოვნებ, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი გაურკვეველი არ დარჩება. მათ კი, ვინც ცდილობს ეს ფაქტი ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენოს, შევახსენებ, რომ ჩვენს უკან სახელმწიფოა, სახელმწიფო კი გლობალურ პროცესებშია ჩართული და ნებისმიერი ასეთი თემის ზედმეტი აჟიტირება რეალურ საფრთხესთან გვაახლოებს.    

     ხუნდაძის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით პანკისის მოსახლება ბევრად უფრო გონივრულად იქცევა. 

     რაც შეეხება პანკისის მოსახლეობას, მათი ქმედება ბევრად უფრო გონივრულია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსის. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ერთნაირად ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно