,,სირიის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ 2008 წელს დაწყებული შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა" – ბიბილოვი


      სირიის მიერ სამრეთ ოსეთის ,,დამოუკიდებელ" სახელმწიფოდ აღიარებას, მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვი  გამოეხმაურა.  
 
     მისი თქმით, სირიის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის მიერ წამოწყებული შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა.

     ბიბილოვი იმედს გამოთქვამს, რომ ყოველ წელს უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს ,,სამხრეთ ოსეთის" ,,დამოუკიდებლობას."
 
     „ახალი მეგობარი ყველას სჭირდება - მით უმეტეს იმ ქვეყნებს, რომლებიც მძიმე პირობების, სამხედრო აგრესიისა და ტერორიზმის წინაშე აღმოჩნდნენ.

     დიპლომატური ურთიერთობის დამყარება ჩვენს ქვეყნებს შორის დარწმუნებული ვარ სირიელი და ოსი ხალხისთვის სასარგებლო იქნება. მზად ვართ დავამყაროთ მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირები და განვავითაროთ ჰუმანიტარული თანამშრომლობა.

     სირიის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იმ შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წელს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. დარწმუნებული ვარ, ყოველ წელს სულ უფრო მეტი ქვეყანა დაიწყებს კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებას”- აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно