გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთთან შესაძლო დისკუსიაზე ისაუბრა


      გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით  რუსეთთან დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. 

     ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა.

     „სტაბილურობა საქართველოსთვის ნიშნავს ქვეყნის პოზიციონირებას იქ, სადაც ჩვენ ვართ - აქ საუბარია ღირებულებებზე. საქართველოსთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნელნელა ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ჭეშმარიტად ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად, რომელიც უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ თავისუფალ ვაჭრობას, როგორც ევროკავშირთან, ჩინეთთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით.

     პრემიერის თქმით პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეზობლური ურთიერთობები რეგიონში სტაბილურობის გარანტია. 

     "საქართველოში მიმდინარეობს შიდა სტრუქტურული, საფუძვლიანი რეფორმები, რომლებიც აქცევს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების სფეროების მუდმივი ძიება, ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას წარმოადგენს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно