ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაამართლა ქართველი ერის იმედი – ჯუმბერ კირვალიძე


     ბიძინა ივანიშვილო და კოაბიტირებულო ქოცებო, ოღონდ თავი დაგვანებეთ, ნუ გვიჭერთ სიმართლისათვის და ნაცებს ჩვენ, არაკოაბიტირებული, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ერთგული, ამ თარიღის არანაღალატევი (თქვენგან განსხვავებით!) ადამიანები "მივხედავთ"!

     დიახ, როგორც უმადურობა, ისე დამადლება არის სამარცხვინო გრძნობა და ქმედება! ამიტომ, ორივე მათგანი სამართლიანად და ადექვატურად უნდა შევაფასოთ. სიკეთის არ დანახვა და არ დაფასება, რა თქმა უნდა, რომ უმადურობაა და დასაგმობია, მაგრამ, როდესაც გაკეთებულ სიკეთეს დაამადლი მოყვასს, იმ მიზეზით - "რომ მან იგი ვერ დაინახა", - ესეც მიუღებელი და დამამცირებელია. ქოცების საბედისწერო შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური და ზნეობრივი თვალსაზრისით, არ შეიძლება შენს ხალხს, საზოგადოებას მუდმივად "დაამადლო", რომ - ამა თუ იმ ადამიანმა, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა, ამდენი სიკეთე გააკეთა და ეს ხომ არ დაგავიწყდათ-ო?! რადგანაც, ერთ მშვენიერ დღეს, ხალხს მობეზრდება ამგვარი დამადლება და უმადურობაში რომ არ ჩაეთვალოს, შეიძლება გადაწყვიტოს "ვალის დაბრუნება" იმ პირობით, რომ - "ოღონდ თავი დაგვანებეთ, ჩვენ თვითონ მივხედავთ სადისტ ნაცებს, საკუთარ თავს და ქვეყანასაც"!.. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ფინანსური შემადგენელიც იქნება გათვალისწინებული და მის მიერ წლების მანძილზე საქართველოში ქველმოქმედებაში დახარჯული მილიონობით ფულს (ზუსტი ციფრი დადგინდება), ქართველი ხალხი მას დაუბრუნებს (პრინციპით, - "კაპიკი არ გვინდა შენი"!) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, - 2030 წლის 31 დეკემბრამდე!!
 
      დიახაც, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაამართლა ქართველი ერის იმედი და სამწუხაროდ, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებიდან, რომელიც ქართველი ხალხის ურყევი ნების და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის შედეგად იქნა მიღწეული, მოძალადე სააკაშვილის ,,ნაცმოძრაობის” სისხლიან რეჟიმზე, დღეს, 6 წლის შემდეგ ამ გამარჯვებიდან მოგონებაღა შეგვრჩა ხელში!! ვინ და რა არის ამის მიზეზი? ,,ვინ”, როცა ვკითხულობთ, მე, ერთი პასუხი მაქვს, რა თქმა უნდა, – ბიძინა ივანიშვილი! რატომ ვფიქრობ ასე? ამ კითხვაზე პასუხი, თავად ბიძინა ივანიშვილის მოქმედებაშია, ან უფრო სწორედ უმოქმედობაში და კიდევ, იმ პოლიტიკურ გუნდში, რომელიც მან თავისთან ერთად მოიყვანა, მერე დაგვიტოვა, შემდეგ დაშალა და ბოლოს კი ანტიქართული კადრებით "დაგვაჯილდოვა"! თავად კი, ფორმალურად, – "ვითომ წავიდა პოლიტიკიდან,” - იმ საბაბით, რომ "სიტყვა მაქვს ნათქვამი და ვერ გავტეხო”!…

      აქედან გამომდინარე, ქვეყნის სახელის დამაზარალებელი "არაფორმალური მმართველობის" გამო, ამჟამად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა ასეთია, - რომ არა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მხრიდან სააკაშვილის პიროვნების და მისი მოძალადე ნაცრეჟიმის სრული მიუღებლობა, დიდი ალბათობით, "ნაციონალური მოძრაობა” და მისი ნარჩენები, არჩევნების თუ რევოლუციური გზით შეძლებდნენ "ქართული ოცნების” ხელისუფლების შეცვლას!… საბედნიეროდ, ეს არ მოხდება, სწორედ ქართველი ხალხის ნებით, მაგრამ, როგორც ჩანს, "ქართული ოცნების” ხელმძღვანელ პირებს, უწინარესად მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს – ამის აღიარება და გაცნობიერება არ სურთ, ან "ძალიან უჭირთ”!… ქოცები, ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ, სწორედ უმადურობამ იმ ადამიანების მიმართ, ვინც 9 წლის მანძილზე ებრძოდნენ ნაძირალა სააკაშვილის ნაცრეჟიმს და მათ პორტირებული ნაცები ამჯობინეთ, რასაც დასავლეთის მიერ "თავსმოხვეული" კოაბიტაციით ამართლებთ! ქარს გაატანეთ, ხალხის ნდობის ვოტუმი და ადმინისტრაციული რესურსის ამარა დარჩით! პოლიციის და "სპეცნაზის" იმედადღა ხართ, თუ ხალხმა იხუვლა! ამას პოლიტიკური გაკოტრება ჰქვია! ამის დასტურია ის, რომ ერთმა, უსამართლობით შეძრულმა შვილმოკლულმა მამამ, ლამის "შეგირყიათ სახელისუფლებო ტახტრევანი"! არ თქვათ ეხლა, "არ შაგვშინებიაო"! ისევ იმ "ძველმა გვარდიამ", თქვენგან უსინდისოდ "გადაგდებულმა" გამოაჩინა ბრძოლის ჟინი, რამაც დააფრთხო და დაამუხრუჭა ნაცხროვა და მათი მხარდამჭერები! ამის აღიარების ვაჟკაცობაც არ გყოფნით, მაგრამ არაუშავს, ქართველი ხალხი ძილქუშიდან მალე გამოვა, თვალი აეხილება და 6 წლიან ქოცნაცურ იდილიას დაასრულებს!!!!
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно