ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის საკითხზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის


     სომხეთის პრემიერ-მინისტრი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებთ, კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

     სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ შეხვედრამდე ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეფექტურობის გასაზრდელად.

     „ძლიერი სურვილის შემთხვევაშიც კი, არ შემიძლია მივიღო მანდატი ყარაბაღის ხალხის სახელით მოლაპარაკების საწარმოებლად. ამისთვის არ არსებობს სამართლებრივი ან პოლიტიკურ-მორალური გამართლება. ყარაბაღს თავისი ხელისუფლება ჰყავს და შეუძლია წარადგინოს ლეგიტიმური წარმომადგენელი", – განაცხადა ფაშინიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/nikol-fashiniani-yarabaghis-sakitkhze-azerbaijanis-prezidenttan-molaparakebebistvis-mzad-aris/