„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი" - კობერიძე


     „სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ, ქართული ოცნების  ოფისთან განაცხადა.

     მან არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობდნენ. 

     კობერიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერსა და მთავრობის წევრების შეცვლაზე არ უსაუბრიათ. 

     ლევან კობერიძის თქმით, შეხვედრაზე იყო განხილული UNICEF-ის კვლევის შედეგები, რომელშიც ასახული იყო, რომ სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებით, ქართული ოცნების ოფისში გამართულ ოფისში განიხილეს, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ეკონომიკაში სწრაფი ზრდა მოხდეს.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/106535