,,ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი" – პრეზიდენტი


     საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს, მოუწოდებს თავად გახდეს პრემიერი.

     გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ევროპული სახელმწიფოს დამახასიათებელ ფორმაზე გაამახვილა, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები პრემიერ–მინისტრები თავად არიან.

     "თუ ევროპულ არჩევანზე ვამბობთ და თუ ევროპულ სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მოგახსენებთ, იქ პრემიერ მინისტრები არიან მმართველი პარტიების ლიდერები.

    შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე, ისეთი პრემიერ–მინისტრის დანიშვნასა და არჩევაზე რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები, რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარების. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა,"– აღნიშნა მარგველაშილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно