,,რეზოლუცია, რომელიც მიუთითებს ძირითად პრობლემებზე ევროპული უსაფრთხოების გამოწვევას პასუხობს"– ციხელაშვილი


     შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შეაფასა.
 
      ციხელაშვილის განმარტებით, მიღებული რეზოლუცია გარდა ძირითადი პრობლემებისა, ევროპული უსაფრთხოების გამოწვევებსაც პასუხობს 
 
      ,,ევროპარლამენტმა მიიღო ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც მიუთითებს ძირითად პრობლემებზე, რაც წარმოადგენს არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროპული უსაფრთხოების გამოწვევას. იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროპაში მდგრადი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა.

      განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ევროკავშირი ერთხმად უჭერს მხარს ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" რომელიც მოამზადა ჩვენმა აპარატმა და მთავრობასთან ერთად შეიმუშავა. ეს არის ჩვენი ხმამაღალი განაცხადი იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო კურსი არის ურყევი და გაორმაგებული ძალისხმევით ვეცდებით მივაღწიოთ დღეს მავთულხლართების დაშორიშორებული მოსახლეობის ნდობის მშენებლობას, შერიგებას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

скачать dle 11.0фильмы бесплатно