„ეს არის მორიგი შოუ, რომ საზოგადოებას დააჯერონ გარკვეული ცვლილებების შესახებ"– აბესაძე


     „ეს არის მორიგი შოუ, რომ საზოგადოებას დააჯერონ გარკვეული ცვლილებების შესახებ,"– ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
 
     ,,ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილების ერთადერთი აზრი და დანიშნულება უნდა იყოს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება. იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული არაერთი უშედეგო რეფორმის შემდეგ სასამართლო რჩება უაღრესად არადამოუკიდებელი, პოლიტიზირებული, შეინიშნება კორუფციის ნიშნები. სერიოზული პრობლემები გვაქვს პროკურატურაში. ქვეყანაში გაიზარდა კრიმინალის რაოდენობა,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно