,,მაიძულებთ გაგახსენოთ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვა"... ,,ჩემს სექსუალურ ცხოვრებასაც ხომ არ განიხილავდით" – დაპირისპირება უფლებადამცველსა და სუბელიანს შორის


       ტელეკომპანია ,,იბერიას" გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში" უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე და ანა სუბელიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

      ,,ქალბატონო ანა, საერთოდ არ მინდოდა კულტურაზე და უკულტურობაზე ლაპარაკი, მაგრამ მაიძულებთ გაგახსენოთ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვა. არავინ გაცეკვებთ, რომ ჩახვიდეთ გერმანიაში და საფრანგეთში. არის რაღაც ხელუხლებელი"– აღნიშნა მჟავანაძემ.

     ,,არასერიოზულია, ჩემს მორალურ განსჯას აპირებთ? ჩემს სექსუალურ ცხოვრებასაც ხომ არ განიხილავდით?– უპასუხა სუბელიანმა მჟავანძეს.
 
    ,,თქვენ, როდესაც ლაპარაკობთ რაღაც უსამართლობაზე და სამართლიანობაზე, (არც ვიცოდი მიტროპოლიტიც ყოფილხართ). 2012 წლამდე იყავით სოციალური სამასახურის თანამშრომელი ანუ ,,ნაცმოძრაობის" დროს და არასრულწლოვნებთან გქონდათ შეხება. ცოტა უხეხულია სამართალზე ლაპარაკი. დადგენილია, რომ ციხემ დაამსხვრია წინა ხელისუფლება და თქვენ იყავით იმ სისტემის ნაწილი. ,,იმედია არ იტყვით 2012 წლამდე რას აკეთებდით"– მიმართა ნიკოლოზ მჟავანაძემ სუბელიანს.
     
      ანა სუბელიანის თქმით, კი მედიაციისა და განრიდების პროექტი მისი და ახობაძის მიერაა გაკეთებული.
 
     1000 მეტი არასრულწლოვანი, რომელიც აცდა ციხეს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის წყალობით, ეს არის ჩემი და თამაზ ახობაძის მიერ გაკეთებული პროექტი. და ამით იწონებს საერთაშორისო დონეზე თავს წულუკიანი"– განაცხადა სუბელიანმა.
 ანა ქევხიშვილი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно