,,ლიეტუვა რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის მზად უნდა იყოს" - დალია გრიბაუსკაიტე


     ლიეტუვა რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის მზად უნდა იყოს. განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "შპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

     დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, მოვლენების მსგავსი განვითარების საფრთხე დიდია. ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალები ნატოს შეიარაღებულ ძალებს 10-ჯერ აღემატება, დასავლეთი კი რუსეთის მიმართ რბილ პოლიტიკას ატარებს.

     ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როდესაც რუსეთი მათ თავს ესხმის, მანიპულირებს არჩევნებით და შიდა საქმეებში ერევა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно