,,ნუ გაგვიკვირდება, თუ ,,ქართუს" მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში"– გოცირიძე


     ,,ნუ გაგვიკვირდება, თუ ,,ქართუს" მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში,"– განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
 
     რომან გოცირიძის თქმით, ამ ექვსი წლის მანძილზე თითქმის ყველა პირი, რომელიც მინისტრთა კაბინეტში მოხვდა, „ქართუ ბანკის" ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლების იყო, ახლა კი ,,ქართუს" რეზერვი ამოწურულია.
 
     „ამოიწურა "ქართუს" რეზერვი და ნურც ის გაგვიკვირდება, თუ ,,ქართუს" მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში. ახლა უკვე უცხოეთში ეძებენ,  უცხოეთი, ბუნებრივია, არ არის "ქართუს" გავლენის სფეროში, კარგი იქნება თუ პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ღირსებისა და პროფესიული ნიშნის მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно