"ყველა უწყებაში რუსეთს ჰყავს თავისი ჯაშუში და მათ ხელფასს უხდის ჩვენი ქვეყანა"- ოპოზიცია


     ოპოზიცია პეტრე დევრიშაძის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებს იბარებს. საუბარია დევრიშაძის კომპანიებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც  რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტის ორი კომპანია ქართულ ჯარს ამარაგებს. თავდაცვის სამინისტრო მისგან ეკიპირების გარდა, კომპიუტერულ ტექნიკასაც ყიდულობს.  

     ოპოზიცია უშიშროების საბჭოს მოწვევასაც ითხოვს.

     „ყველა უწყებაში იქნება თავდაცვის სამინისტრო, შსს  რუსეთს, ანუ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს ჰყავს თავისი წარმომადგენელი. მათ შორის თანამდებობებზე, ჯაშუშები და ამ ჯაშუშებს ფულს უხდის არა მტრულად განწყობილი სახელმწიფო, არამედ თავად ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება,"-განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ.

     ხელშეკრულებას ეხმაურება „ევროპული საქართველოც." ირაკლი აბესაძე იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ"  ჯაშუშობაში მსჯავრდებული პირები პოლიტიკური დევნილის სტატუსით გაათავისუფლა. ახლა კი აბესაძის თქმით, სახელმწიფოს მილიონობით ლარი იხარჯება ჯაშუშობაში  მსჯავრდებული კომპანიების სასარგებლოდ.

     „ამ ადამიანებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცემათ ძალიან დიდი ფინანსური  რესურსი რომელიც დიდი  ალბათობით კვლავ შესაძლებელია გამოყენებული იქნას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რომელსაც სჭირდება დეტალური განმარტებების გაკეთება შესაბამისი მინისტრების მხრიდან,"-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/107953